ინდოეთში მსოფლიოს უდიდესი საპარლამენტო არჩევნების ხმებს ითვლიან 

პუბლიკა

ინდოეთში, მსოფლიოს უდიდესი საპარლამენტო არჩევნების ხმებს ითვლიან. ინდოეთში, სადაც მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, არჩევნები 6 კვირის განმავლობაში 7 ეტაპად, ასობით მილიონი ადამიანის მონაწილეობით ტარდება.

ადრეული ტენდენციების მიხვედით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნანენდრა მოდის პარტია Bharatiya Janata Party-ის ლიდერობით NDA ალიანსი ლიდერობს. პარლამენტში, რომელიც 543 ადგილისგან შედგება, ამ დროის მონაცემებით მოდის ალიანსი 231 ადგილს დაიკავებს.

თუმცა, ოპოზიცია იმაზე მეტ ხმას იღებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და მათაც უკვე აქვთ 200 ადგილზე მეტი.

ამიტომაც, ჯერჯერობით, პროგნოზების გაკეთება რთულია.

ნანენდრა მოდის პარტია Bharatiya Janata Party ინდოეთს 2014 წლიდან მართავს. პარტიამ ინდოეთში ძალაუფლება პირველად 1998 წელს აიღო და ქვეყანას 2004 წლამდე მართავდა. ნანენდრა მოდის პირობებში BJP-მ აქცენტი გააორმაგა ინდურ ნაციონალიზმზე და გააძლიერა ძალაუფლება.