უკრაინის ქალაქ დნიპროში 4 ივლისი გლოვის დღე გამოცხადდა 

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ დნიპროში 4 ივლისი გლოვის დღე გამოცხადდა.

3 ივლისს რუსეთმა დნიპროზე დრონებითა და რაკეტებით საჰაერო იერიში მიიტანა. მიზანში სამოქალაქო დასახლებები ამოიღო.

დარტყმების შედეგად გაჩნდა რამდენიმე ხანძარი, დაზიანდა მანქანები, შენობები და ბენზინგასამართი სადგური.

დაზიანდა 3 სკოლა და 3 საბაშვო ბაღი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავავებულთა რიცხვმა 53-ს მიაღწია.