Bloomberg: ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება

პუბლიკა

Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ფლორიდაში შეხვდება.

მედიის ცნობით, შეხვედრა დიდი ალბათობით გააძლიერებს ვარაუდებს იმის შესახებ, რომ ორბანი ტრამპსა და პუტინს შორის შუამავლად მუშაობს.

გამოცემის ცნობით, ტრამპს ორბანისთვის არ უთხოვია უკრაინა-რუსეთს შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებისთვის საფუძვლის ჩაყრა. ამასთან, Bloomberg-ის ინფორმაციით, შეხვედრას არაფორმალური სახე ექნება.


ცნობისთვის, ივლისში ვიქტორ ორბანი უკრაინაში ზელენსკის, ხოლო შემდეგ მოსკოვში პუტინს შეხვდა. ორბანმა შეხვედრა პეკინში სი ძი პინთანაც გამართა.

ზელენსკის ორბანმა შესთავაზა ომის დასრულება რუსეთის პირობებით – რუსეთთან ომის არსებულ ხაზზე, ანუ რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. უკრაინისთვის ეს წინადადება მიუღებელია.

ორბანი პუტინთან შეხვედრის გამო დასავლელმა ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს.