სექტემბრიდან ჩინეთში პირდაპირ ავიარეისებს კიდევ ერთი ჩინური კომპანია AIR CHINA შეასრულებს

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბრიდან ჩინეთში პირდაპირ ავიარეისებს კიდევ ერთი ჩინური კომპანია AIR CHINA შეასრულებს. კომპანია რეისების კვირაში სამჯერ შესრულებას ანიხილავს.

დღეისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19 991 მგზავრი გადაიყვანა.

China Southern Airlines-მა ჩინეთ-საქართველოს შორის ფრენა 2023 წლის 27 სექტემბერს დაიწყო.

მანამდე, 2023 წლის 11 სექტემბერს ჩინეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმდდა. გადაწყვეტილებას წინ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა უძღოდა, რის შემდეგაც ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

დოკუმენტში არ წერია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის იდეას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად მოიაზრებს.

ჩინეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს აშშ. მათ შორის, ეს აზრი გაახმოვანა დონალდ ტრამპის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვანსმა.