შსს: დავაკავეთ 2006 წელს დაბადებული პირი, რომელმაც თავისივე ასაკის კაცი ცივი იარაღით მოკლა

პუბლიკა

შსს-ის განცხადებით, იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი, 2006 წელს დაბადებული ნ.შ დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.