Edison Research: მოსახლეობას ყველაზე მეტად ზურაბიშვილი (63%) და მარგველაშვილი (63%) მოსწონს

პუბლიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი მოსწონს (63-63%), რეიტინგში მესამეა ნინო ლომჯარია (48%), შემდეგ თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე (41-41%).

რეიტინგში შემდეგია ნიკა გვარამია, შალვა ნათელაშვილი და კახა კალაძე (40-40%), ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი გახარია (39-39%)

რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მათი მოწონებისა და არ მოწონების პროცენტები ასე გამოიყურება:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.