ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელმა ირანში მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლა

პუბლიკა

„ჰამასი” აცხადებს, რომ ისრაელმა ირანში მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლა.

„ჰამასის” განცხადებით, ჰანიე თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

„ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა, მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რომ ეს იყო „მშიშარა საქციელი”, რომელიც „უპასუხოდ არ დარჩება”. მან ასევე მოუწოდა პალესტინელებს, რომ გაერთიანდნენ, იყვნენ მომთმენი და მტკიცე ისრაელის ოკუპაციის წინაშე.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს თეირანში ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი მომხდარს იძიებს.