ყველამ ერთხმად ქება რომ დამიწყო, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე - პაატა იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია პირველის შეკითხვებს უპასუხა.

„მესმის, რომ თქვენ ის კითხვები უნდა დასვათ, რაც საზოგადოებას აქვს. ნუ, გააჩნია, კიდევ რომელ საზოგადოებას აქვს, მაგრამ თქვენ უნდა დასვათ ეს კითხვები, ხო?! მერე მე ამ ყველაფერზე უნდა ვუპასუხო, ვუპასუხო, ვუპასუხო, ვუპასუხო, მე საქმე მაქვს გასაკეთებელი. აი, რომ მორჩება ყველაფერი, მერე თქვან…

მე ყველაზე უფრო შემეშინდა, ყველამ ერთხმად ქება რომ დამიწყო, აი, მაშინ მივხვდი, რომ ეს არის ორგანიზებული… იცი, რამდენი რამე მაქვს ცხოვრებაში ნანახი… მაშინ მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე“, – ამბობს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, არ შეიძლება ყველა ყველაფრისტი იყოს. არ შეიძლება, ყველა ყველაფერს აკეთებდეს. მე დამისვით კითხვები, რაც მე მეხება, რამდენი კონტაქტი მაქვს ახლა მე მოსაძებნი, აი, ამ ბოლო შემთხვევების და იმის წინა შემთხვევების, სად უნდა ვეძებო ეს კონტაქტები, როგორ უნდა გამოვიკვლიო ეს კონტაქტები, აი, ესაა ჩემი საქმე დღეს. 

„ერთადერთი, რაც მაყურებელმა უნდა გააკეთოს ახლა? დარჩეს სახლში და თქვენ გისმინოთ, ჩვენ გვისმინოს, დარჩეს სახლში, აი, ეს უნდა გააკეთოს დღეს ყველამ, დარჩეს სახლში! მეტი გზა დღეს იმისა, რომ ჩვენ ნაკლები სიმძიმით, ნაკლები დანაკარგებით გადავიტანოთ ეს ეპიდემია,  დარჩით სახლში! ეს არის დღეს ყველას გასაკეთებელი საქმე, დარჩით სახლში!” – აცხადებს იმნაძე.