რუსული კომპანია „Ozon" საქართველოში გაყიდვებს იწყებს

პუბლიკა

რუსულმა კომპანია „Ozon-მა” საქართველოში გაყიდვები დაამატა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის გარეთ საქართველო გახდა მე-7 ქვეყანა, სადაც მათი მიტანის სერვისი იმოქმედებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამიერიდან საქართველოშიც შეეძლებათ 50 მილიონზე მეტი პროდუქციის შეძენა, მათ შორის შედის ელექტრო ტექნიკა და სილამაზის პროდუქტები. ინფორმაციის თანახმად, მიწოდების დრო, დაახლოებით, 14 დღე იქნება და მომხმარებლები შეძლებენ შეძენილი პროდუქტები საკურიერო მომსახურების მეშვეობით მითითებულ მისამართზე მიიღონ.

თბილისის მერი, კახა კალაძე რუსული ბიზნესკომპანიების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულსაც, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი”.