თავდაცვის სამინისტროს COVID-19-ით ინფიცირებულ 2 თანამშრომელს პნევმონია აქვს - ჰოსპიტლის დირექტორი

პუბლიკა

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 2 თანამშრომელს პნევმონია აქვს.

„ჩვენთან ამ ეტაპზე 9 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან წუხელ 6 დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, ესენი აღვნიშნეთ, რომ ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშროლები არიან. 2 მათგანს უფიქსირდება პნევმონია და დანარჩენთან შედარებით მსუბუქი კლინიკით მიმდინარეობს. ყველა კონტაქტი მათ შესახებ ერთმანეთთან, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით გამოკვლეულია და მათი დაკვირვება მიმდინარეობს. მათი ზოგადი მდგომარეობა დღის ბოლომდე იქნება ცნობილი, ახლა მიმდინარეობს მათი კვლევა“, – განაცხადა დავით ბარლიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურებულია, აქედან 18 განიკურნა; კარანტინის რეჟიმშია 4 717 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.