„ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!" - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი

პუბლიკა

„ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!” – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს კითხვას, გაეროში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, რა დროსაც მას არ უხსენებია რუსეთი.

„როგორ გეკადრებათ, საუბარი იყო იქ ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ყველა თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი ყურადღებით თუ უსმენდით. [ტერიტორიები] ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს, სხვათა შორის, იმიტომ, რომ დღემდე…”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული გზავნილები გაიმეორა და ყურადღება „მშვიდობაზე“ გაამახვილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, მათ შორის, არც საქართველოს ოკუპაციის, არც უკრაინაში ომის კონტექსტში.