გიორგი გახარიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს“.
მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების აზრით, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მათ არჩევანი მოჰპარა.
„ოცნებასა“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა, გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს – ეს უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. გამოდის, რომ ამ პოზიტიური როლის შესრულება ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა“, – თქვა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გაყალბების მტკიცებულებების გამოვლენა და შეგროვებაა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად მიიჩნევენ „ცვლილებების კოალიციის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები.
არალეგიტიმურობაზე 27 ოქტომბერს განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე, რომელიც 3 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად გამართა.