ჯაფარიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ქუჩაში. ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია

პუბლიკა

„მოგვიწევს ბრძოლა, მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა, ამისთვის იყავით მზად”, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე განაცხადა.

მან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებზეც ისაუბრა და საზოგადოებას ქუჩის აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„როცა საუბარია იმაზე, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ – ბევრი არანაირი გეგმა არ არსებობს – სინამდვილეში წინ არის ძალიან მოკლე ვადები, ერთი ვადაა – 21 ნოემბერი, ამ დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი უნდა დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს და მანამდე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ცესკომ და კალანდარიშვილმა ვერ გაბედოს ამის გაკეთება.

აქ, ქვეყნის შიგნით და ისევე როგორც ქვეყნის გარედან ჩვენი მეგობრები უნდა დაგვეხმარონ იმაში, რომ სახე აეხეს ყველა, ვინც ამ გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ, და აქაც უნდა გაეცეთ პასუხი.

მაგის მერე რჩება კიდევ პატარა ვადა – 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული კონსტიტუციით, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შიკრიბნონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ, ეს არ უნდა დავუშვათ.

ეს არის ყველას გასაკეთებელი, თქვენი გასაკეთებელი, ეს ხალხი, ვინც აქ დგახართ, ხართ ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი, მაგის იქით აღარაფერი აღარ არის, თქვენს უკან აღარავინ აღარ არის, ჩვენი ერთად გასაკეთებელი არის ეს, მოგვიწევს ბრძოლა, მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა, ამისთვის იყავით მზად. მეორედ არავინ აღარ დავიბადებით ამ ქვეყანაზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას; არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას”, – ეს ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია.