ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ

პუბლიკა

ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ. სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევების განხილვა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ხვალამდე გადაიდო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებმა შენობის ეზოში მობილიზება აქციამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. დაკეტილი იყო სასამართლოს ეზოს კარები.

მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო შეკრება სააპელაციო სასამართლოსთან ხვალ, 11:00 საათისთვისაც დააანონსა.

ამ წუთებში შეკრებილები სააპელაციო სასამართლოს შენობიდან მსვლელობით გრიგოლ რობაქიძის ქუჩისკენ მიდიან.

„ყოველდღე გვექნება წინააღმდეგობა, სანამ ბოლომდე არ ჩამოვშლით სისტემას”. – თქვა გიორგი ვაშაძემ.