რუსეთმა კიევის, ოდესისა და ხარკოვის ოლქები დაბომბა - არის მსხვერპლი

პუბლიკა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა იერიში.

კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, დაზიანდა 6 სახლი და 4 მანქანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ბალახის საფარი და უმოქმედო გაზგასამართი სადგურის შენობა.

ხარკოვში რუსებმა მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს, დაშავდა 25 ადამიანი. რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, 5 დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, გარდა ამ კორპუსისა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სხვა სახლები და მანქანები.

ოდესის ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.