ველდკამპი: ველოდებით ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია

პუბლიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ელოდებიან ეუთო/ოდირის ანგარიშს, თუმცა მისი თქმით, მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას.

„ზუსტად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეს და არ მინდა წინასწარ ვთქვა, რა იქნება განხილული. ჯერ დისკუსია უნდა გავმართოთ. ველოდებით ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დისკუსიაში ფართოდ გახელილი თვალებით შევდივართ. ასე ვთქვათ: გვინდა, ვიხილოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული მომავალი გზა. ძალიან ბევრი ქართველი, მათ შორის ბევრი ჩემი ნაცნობი, სურს ამ ევროპულ გზაზე ყოფნა, და მე სრულად ვუჭერ მათ მხარს”, – განაცხადა მან.

დღეს, 18 ნოემბერს, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას გაუძღვება, საქართველოზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მისი შეთავაზებაა, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის ნაწილი გაუყინონ და მათ ნაცვლად, ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის გადაამისამართონ. ბორელის ცნობით, საუბარია 100 მილიონი ევროს დახმარებაზე.