პოლიციამ „პუბლიკის" ჟურნალისტსა და „მთავარი არხის" ოპერატორზე ფიზიკურად იძალადა

პუბლიკა

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს.

ასევე, გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე. მას რამდენიმე პოლიციელი დაუპირისპირდა, დაუმტვრიეს კამერა.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ამის შემდეგ სერგი ბარამიძე დააკავეს. ის შსს-ის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე თსუ-ს მიმდებარედ აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება.

პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.