ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დავით სონღულაშვილი.
სამივე მათგანმა არაერთხელ მისცა ხმა რუსულ კანონს პარლამენტში.
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ევროინტეგრაციის კომიტეტს. ბოჭორიშვილი იყო „ქართული ოცნების” 2024 წლის საპარლამენტო სიის მე-10 ნომერი.
ანრი ოხანაშვილი IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია. 2019 წლიდან იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. რუსული კანონის განხილვის დროს ონახაშვილი მყისიერად უთიშავდა მიკროფონებს ყველას, ვინც იყენებდა ტერმინს „რუსული კანონი”.
დავით სონღულაშვილი ასევე იყო IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი.
ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, „ქართულ ოცნებას” პარლამენტში 89 მანდატი ჰქონდა.
ვინაიდან ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები იყვნენ საპარლამენტო სიაში, მათ ადგილს სიაში მომდევნო კანდიდატები დაიკავებენ: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე და სალომე ქურასბედიანი.
⭕ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ოპოზიციონერ…
Posted by პუბლიკა • Publika on Monday, April 15, 2024