აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

პუბლიკა

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

„აშშ და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ კონსტიტუციის ამ ღალატს. ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – წერს მეთიუ მილერი.

მოგვიანებით, მეთიუ მილერმა ეს კონკრეტული პოსტი პლატფორმა X-დან აიღო და ახალი დაწერა, ასევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

„ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი”, – ნათქვამია განცხადებაში.