და იქმნა კინემატოგრაფიული ნათელი

დავით ბუხრიკიძე

ოთარ იოსელიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 

პოლიტიკური სიგიჟისა და მარათონული აქციების დღეებში ბევრს ალბათ არც ახსოვს, რომ ოთარ იოსელიანი ზუსტად ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ახლა ამგვარი მიძღვნა (ტრიბიუტ)-ტექსტების დრო და მომენტი თითქოს არ არის,  თუმცა, აუცილებელია ახალ თაობებს ხშირად  გავუმეოროთ, რომ სავალდებულო პოლიტკორექტულობისა და აუცილებელი სოციალური კომპრომისების ეპოქაში, განსაკუთრებით ფასეულია ოთარ იოსელიანის მსგავსი ხელოვანების შემოქმედება. 

დიახ, იოსელიანი  ეკუთვნის იმ მცირერიცხოვან კინორეჟისორთა რიცხვს, რომლებიც პოლიტიკურ და  მხატვრულ კომპრომისებზე არასოდეს წასულან. პირველქმნადი ბუნების, ცივილიზაციის, ადამიანური ურთიერთობების და სოციალური წესრიგის განადგურება მომძლავრებული კორუფციისა და ნუვოროშების ფონზე, „ქართული პერიოდისფილმების მთავარი თემებია („აპრილი“, „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“). 

“იყო შაშვი მგალობელი”

მოგვიანებით მის შემოქმედებაში ჩნდება შინაგანი, სულიერი არისტოკრატიზმის განადგურების სევდა. ასევე, კულტურის დეგრადაციისა და  მომძლავრებულ მასობრივ კულტურად მისი ტრანსფორმაციის საკითხებიც („მთვარის ფავორიტები“, „პეპლებზე ნადირობა“,  ღვინოშია ჭეშმარიტება“, „შემოდგომის ბაღები“, „ორშაბათ დილით“). ამ პროცესებს რეჟისორი ათწლეულების მანძილზე აკვირდებოდა და სწავლობდა ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი ემიგრაციაში, საფრანგეთში. მის ფილმებში თავიდან ფხიზელი, მაგრამ პოეტური კრიტიკა და ირონიული სევდა მონაცვლეობენ, შემდეგ კი სამყაროსადმი ერთგვარი ესკაპისტური დამოკიდებულობა სჭარბობს. ხოლო ყველაზე ბოლო პერიოდის ფილმებში, შედარებით რბილი ირონია ლამის სრულყოფილი ცინიზმის მათემატიკურ ფორმებს იღებს. 

ოთარ იოსელიანის პირველივე სრულმეტრაჟიანი ფილმიგიორგობისთვე“, (1967) გვიჩვენებს, თუ როგორ ილახება ფალსიფიკაციით ყოველთა ქართველთაწმინდა სასმელი“ – ღვინო, სწორედ ღვინის ქარხანაში. მაშინ საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ფილმი აღიქვა, როგორც საქართველოს რეპუტაციის შემლახავი ფაქტი. მაგრამგიორგობისთვისპარიზული პრემიერის შემდეგ (ფილმი დაჯილდოვდა ჟორჟ სადულის პრემიით), ფრანგულმა პრესამ აღნიშნა, რომრაღაც ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი კინემატოგრაფი ძიებას უნდა ველოდოთ შავი ზღვის სანაპიროზე“. კრიტიკოსებმა ეს ფაქტიახალი ქართული კინოსაღორძინების დასაწყისად გამოაცხადეს, ხოლო ოთარ იოსელიანიამ მომცრო, ქართული რენესანსის აღიარებულ ლიდერად.

“გიორგობისთვე”

მისი ადრეული, ნახევრად დოკუმენტური ფილმების სიმკაცრე, ამავე დროს პოეტურობა და იგავების სტილი მთელს საბჭოთა კინოს ლამის აპოკრიფებად მოედო. „იყო შაშვი მგალობელი“ (1970) ლამის საკულტო ფილმად შერაცხეს, რომელიც ფარულად, აშკარად თუ დისტანციურად, მთელ საბჭოთა ინტელიგენციას მაინც მოსწონდა. „ფილმის მთავარი გმირი მომხიბვლელია, მისი სიცოცხლის ნაკადი არ შრება დაბორჯომივითქაფდება ჭიქაში“ (ესაა ციტატა აღფრთოვანებული საბჭოთა კრიტიკოსის რეცენზიიდან). თუმცა ქართულ მინერალურბორჯომსმოგვიანებით, „ფრანგული ღვინისსასიამოვნო, მაგრამ ოდნავ მომწკლარტო გემო შეცვლის.

ფალსიფიცირებული ღვინის შემდეგ, რეჟისორის ირონიული, თუმცა ლირიკული ხედვის ობიექტი სამეგრელოს ერთერთი სოფელი გახდა („პასტორალი“). ეს ალბათ, საუკეთესო ფილმია, რაც იოსელიანს საქართველოში გადაუღია და რითაც ის საბოლოოდ დაშორდაპატრიოტიზმისმითს. მაგრამ ეს სიშორე, ეს კრიტიკული დისტანცია საკუთარი ქვეყნის მითოლოგიური წარსულისა და აწმყოს  გააზრებასთან თანაც საბჭოთა ცენზურის პირობებში, მას საბოლოოდ ემიგრაციის ფასად დაუჯდა. 

ოთარ იოსელიანის ემიგრაცია საფრანგეთში, 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გარკვეული მფარველობის შედეგიც იყო, თუმცა უმთავრესი მაინც საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ჩარევა იყოიოსელიანი პირველი საბჭოთა რეჟისორია, ვინცრკინის ფარდაშედარებით უმტკივნეულოდ გაიარა (მომდევნო ანდრეი ტარკოვსკი იყო, ვისაც პოლიტიკური ქარიშხალი გაცილებით მკაცრად დაატყდა). შეიძლება ითქვას, რომ მან იპოვა თავისი ქვეყანასაფრანგეთი, სადაც მისი ესთეტიკა დაფასდა ელეგანტური, დამცინავი და მელანქოლიური იუმორით გაჯერებული ფილმებით. თუმცა ცხადია, ემიგრანტის ცხოვრების გარკვეული სიმწარის თანხლებითაც.

“პასტორალი”

თბილისში, სამეგრელოს სოფელში, პარიზის ცენტრში, აფრიკაში, ტოსკანაში თუ პროვანსში (მნიშვნელობა არა აქვს სად),  იოსელიანი იღებს ერთსა და იმავე იმპულსებით სავსე ფილმსეს არის სოციალური სისტემის კრიზისი,  არისტოკრატული წესებისა და ბურჟუაზიული ტრადიციების დაშლა, ნუვორიშების შემოჭრა და ყველაფრის დაპატრონების სურვილი. დაახლოებით ამ თემატური ვარიაციებით იღებს ფილმებს, რომელშიც სევდისა და ნაღვლის სპეციფიკური ნაზავი ირონიულ და პოეტურ ხატებს უპირისპირდება და ასევე ავსებს მათ. 

ტრადიციებიქართული იქნება აფრიკული, ფრანგული, რუსული თუ იაპონური, ნადგურდება, მაგრამ ამის მიღმა ყოველთვის იგულისხმება ირონიულად გაცნობიერებული პასუხისმგებლობა და წარსულის სიცხადე; რომპეპლებზე ნადირობაყველაფრის მიუხედავად მაინც გაგრძელდებარომ საბჭოთაყაჩაღებსმრავალჯერადი გამოყენებითაც შეიძლება შევხედოთ, რომშემოდგომის ბაღებსსხვა, გამრჯე მებაღეებიც მიხედავენ და მოუვლიან, რომ ნამდვილ კინემატოგრაფს უტყუარი კინემატოგრაფიული ნათელი მოსავს.