„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5 000 ლარით დააჯარიმა. პროცესს გვარამია არ ესწრებოდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა. არც მივსულვარ – რა არის ჰქონდა?“ – დაწერა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ 30 ნოემბერს დაწერა, რომ სასამართლოში დაიბარეს გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის. საქმე ეხება ნოემბრის თვეში თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ გამართულ აქციებს. 24-საათიანი აქციის დროს გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლომ ჯარიმები დააკისრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს, ნანა მალაშხიასა და თამარ ზირეკიძეს.