მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივა მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზეც იმუშავებს

პუბლიკა

მაკკეინის ინსტიტუტი იწყებს ინიციატივას „პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის” (FPPI) — პირველ ეტაპზე ის იმუშავებს, მათ შორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე.

ინიციატივის პრეზენტაცია 6 თებერვალს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ინიციატივა სასიცოცხლო დახმარებას გაუწევს ამერიკელებს, მწვანე ბარათის მფლობელებს და სხვა ქვეყნების დისიდენტებს, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები ან რეპრესიული რეჟიმების ტყვეები.

FPPI დახმარებას გაუწევს როგორც პატიმრებს, ისე მათ ოჯახებს. დახმარება მოიცავს ურთიერთობას შეერთებული შტატების მთავრობის უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე ექსპერტ-პრაქტიკოსების პირდაპირ დახმარებას, სტრატეგიული კომუნიკაციებს პატიმრების გათავისუფლების მხარდაჭერის გასაძლიერებლად და გათავისუფლების შემდგომი მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს ადამიანებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ადაპტირებაში.

ინიცატივის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: 

  • ვლადიმირ კარა-მურზა – FPPI-ს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე და Free Russia Foundation-ის ვიცე-პრეზიდენტი
  • ევგენია კარა-მურზა – 30 ოქტომბრის ფონდის პრეზიდენტი
  • სერ უილიამ ბრაუდერი – მაგნიტსკის გლობალური სამართლიანობის კოალიციის ხელმძღვანელი
  • ელჩი როჯერ კარსტენსი – პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში
  • ქრისტიან კარილი – ჟურნალისტი და The Washington Post-ის ყოფილი რედაქტორი
  • ლიზ კატკარტი – Hostage U.S.-ის აღმასრულებელი დირექტორი
  • რაიან ფეიჰი – Akin Gump Strauss Hauer & Feld, LLP-ის პარტნიორი
  • სარა (ლევინსონი) მორიარტი – New America Future Security Program-ის თანამშრომელი და ამერიკის ყველაზე ხანგრძლივად დაკავებული მძევლის შვილი
  • სიამაკ ნამაზი – ირანში ყოფილი მძევალი
  • ჯეისონ რეზაიანი – The Washington Post-ის პრესის თავისუფლების ინიციატივების დირექტორი და ყოფილი მძევალი ირანში

ინიციატივა თავდაპირველად ორიენტირებული იქნება მძევლებისა და პოლიტპატიმრების ოთხი ჯგუფის გათავისუფლებაზე:

  • ვენესუელა: ჰესუს არმასი, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი; მაკკეინის გლობალური ლიდერი;
  • ბელორუსი: მარია კალესნიკავა, ბელორუსი ფლეიტისტი;
  • ღაზა: ისრაელელი-ამერიკელი მძევლები;
  • საქართველო: მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი