„სოცქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა“ - სუბარი

პუბლიკა

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოდის.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ტელევიზიასა და რადიოს.

„გასაგებია, რომ ამ [მაუწყებლობის შესახებ] კანონის თემა არ არის, მაგრამ დღეს ტელევიზიასა და რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა.

კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ. ის, რაც ხდება დღეს მედიაში, ამის მოთმენა შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში“, — განაცხადა სოზარ სუბარმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე.

„ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები.

კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით დეპუტეტების უმრავლებობამ მხარი დაუჭირად და პირველი მოსმენით მიიღეს.