სადღაც 12-დან 15-მდე ინფიცირებულის იდენტიფიცირება მოხდა მარნეულსა და ბოლნისში - გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ჩატარდა ბევრი პრევენციული ღონისძიება. მათ შორის, ტემპერატურა შეუმოწმდა, მისი თქმით, დაახლოებით 140 000 ადამიანს და მხოლოდ 80-მდე მათგანს დაუფიქსირდა სიცხე. 80-დან 30-მდე ადამიანი გადამისამართდა მარნეულის ცხელების ცენტრში.

„არ მინდა, შემეშალოს, მაგრამ ამ ორი კლასტერიდან [მარნეული და ბოლნისი] სადღაც 12-დან 15-მდე ინფიცირებული იქნა იდენტიფიცირებული და ისინი დღეს მკურნალობენ. სამწუხაროდ, იცით, რომ ერთი ადამიანი, პირველი, ვინც გარდაიცვალა, ამ კლასტერიდან იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

STOPCOV.GE-ს მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 196
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 46
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4674
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362