პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 10 აპრილს აშშ-დან საქართველოში 79 ქართველი მოსწავლე დაბრუნდება. მისივე თქმით, სომეხ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად ამავე რეისით ისარგებლებს 35 სომეხი მოსწავლე.
„ჩვენ ერთობლივად 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოსა და აშშ-ს მთავრობამ, რომ არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქედან. რომელთა მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს, ხვალ, 10 აპრილს შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში – ამ რეისის უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ამერიკული მხარ – ხოლო დოჰიდან თბილისში მოსწავლეების ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმინისტრმა აშშ-ის ადმინისტრაციას, საელჩოს სრულ შემადგენლობას და ელჩ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა