ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 ახალ პაციენტზე ისაუბრა.
„4-ვე შემთხვევის წყარო ცნობილია. ეს არის შემოტანილი, იპორტირებული შემთხვევები. მათგან 2 პაციენტი არის ბათუმში, 2 პაციენტი – ჩვენთან. ერთი უკვე მოყვანილია და მეორეც გზაშია და შემოიყვანენ ჩვენს დაწესებულებაში. რომ შემოვლენ და ჩავატარებთ გაფართოებულ კვლევებს, მერე ვისაუბრებ მათ მდგომარეობაზე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. საერთო ჯამში, ქვეყანაში 218 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4722 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408; გარდაიცვალა 3 პაციენტი.