საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 234-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კარანტინის რეჟიმში 4908 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებიდან  54 გამოჯანმრთელებულია, 3 კი გარდაიცვალა.