ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგის დასასრულს საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ საქართველოში წარმოებული პირბადეების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პირბადე გამოცდილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და ეფექტიანია წვეთოვანი ინფექციის გადაცემის შეკავებისთვის.

„ტელესივრცესა და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე მიკეთია.

მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ, ვლაპარაკობ და მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე COVID-19-ისგან. პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ამიტომ მოსახლეობას ვეუბნები მე, რომ ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.