სომხეთის უსაფრთხოების სამსახური პატრიარქის რეზიდენციაში არქიეპისკოპოსის დასაკავებლად შევიდა

პუბლიკა

სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეჩმიაძინში პატრიარქ გარეგინ II-ის რეზიდენციაში შევიდა.

მიზანი არქიეპისკოპის მიქაელ აჯაპაჰიანის დაკავებაა.

აჯაპაჰიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაწყებულია მუხლით, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

თავად მიქაელ აჯაპაჰიანმა თქვა, რომ ის საფრთხეა არა სომხეთისთვის, არამედ სომხეთის ხელისუფლებისთვის, კერძოდ – ნიკოლ ფაშინიანის მთავრობისთვის.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ განაცხადა, რომ მთავარეპისკოპოსი მიქაელი რეზიდენციას ადვოკატებთან და პოლიციასთან ერთად დატოვებს, ხოლო სხვა სასულიერო პირები და სინოდი შეიკრიბება, რათა შემდგომი ნაბიჯების შესახებ იმსჯელონ.

თუმცა, აჯაპაჰაიანი პოლიციას არ ჩაბარებია და კვლავაც რეზიდენციაში იმყოფება.

ადგილზე მისულია სპეცრაზმი.

იყო შეხლა-შემოხლა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

ფაშინიანმა საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს შექმნაც შესთავაზა, რომელიც ახალი კათოლიკოსის შერჩევას გაუწევს ორგანიზებას.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გარეგინ II და მაღალი რანგის სხვა სასულიერო პირები ცელიბატის აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ეკლესიის წარმომადგენლები ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის წინ სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპისი ბაგრატ გალსტანიანიფაშინიანის საწინააღმდეგო მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერი. მასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი სასულიერო პირი. სომხეთის ხელისუფლება მას ძალის გამოყენებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. საქმეზე დაკავებულია 15-მდე ადამიანი.