სულ 236 დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ მათგან 3 სხვა ქვეყანაში დადასტურდა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში სულ 236 დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ მათგან 3 შემთხვევა სხვა ქვეყანაში დადასტურდა და მერე შემოვიდა, ამიტომ საქართველოში დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკას არ ემატება.

„ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემეთხევვა, მაგრამ აქედან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი  – ორი სომხეთიდან და 1 თურქეთიდან, ანუ ეს სამი არის იქ დადასტურებული შემთხვევა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხევევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში, მაგრამ თვითონ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ცალკე განვიხილავთ, ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 233 შემთხვევა.

სამივე საქართველოს მოქალაქეა და ჩვენთან მკურნალობს, მაგრამ აღიცხვის დროს ისინი იქნებიან ცალკე, რადგან საქართველოში არ დადასტურებულა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკვე დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, არა ინფიცირებული და მერე აქ ჩაუტარდა და დაუდასტურდა, არამედ უკვე დადასტურებული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ დამატებული ორი ახალი შემთხვევა საქართველოს ბანკის კონტაქტები არიან.

რაც შეეხება ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან.

stopcov.ge-ის მიხედვით, ქვეყანაში 233 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 54 გამოჯანმრთელებულია, 3 – გარდაცვლილი.