აქციების დროის ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელშვილმა უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. ახობაძე დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
მოგვიანებით სასამართლომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ:
„სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა გამამართლებელი განაჩენის სააპელაციოში სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ. ის ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს.