უკრაინის გენშტაბის ცნობით, წარმატებას მიაღწიეს დობროპოლიესთან, სადაც ადრე რუსებმა გარღვევა მოახერხეს

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 4-დან 16 აგვისტომდე უკრაინულმა ჯარებმა დობროპოლიეს მახლობლად მდებარე ექვსი დასახლებული პუნქტი „გაწმინდეს“ რუსული ძალებისგან. მანამდე რუსეთის არმიამ ამ ტერიტორიაზე ფრონტი გაარღვია და უკრაინის თავდაცვის სიღრმეში დაახლოებით 10 კმ-ზე შევიდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა საბოლოოდ გაათავისუფლეს სოფლები გრუზსკოე, რუბეჟნოე, ნოვოვოდანოე, პეტროვკა, ვესელოე და ზოლოტოი კოლოდეცი.

„დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ დობროპილიეს მიმართულებით სტაბილიზაციის ღონისძიებების განხორციელება გრძელდება“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ცნობით, მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა.

BBC წერს, რომ ბრძოლის ველიდან მიღებული ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად აღმოფხვრეს თავდაცვის კოლაფსის საფრთხე და გარღვევის კუთხით ლოკალიზება მოახდინეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.