NATO-ს 2026 წლის სამიტი ანკარაში გაიმართება

პუბლიკა

NATO-ს 2026 წლის სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტემ მადლობა გადაუხადა თურქეთს მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობისთვის.

„თურქეთი 70 წელზე მეტია, NATO-ს ძლიერი მოკავშირეა და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. ჩვენს შემდეგ სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ NATO-ს უფრო ძლიერ და სამართლიან ალიანსად გადაქცევას, რომელიც მზადაა, უპასუხოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ გამოწვევებს“, – განაცხადა რუტემ.

ეს NATO-ს მეორე სამიტი იქნება, რომელსაც თურქეთი უმასპინძლებს. 2004 წელს სამიტი სტამბოლში გაიმართა.