აშშ საქართველოს გამოუგზავნის 2000 სწრაფი ტესტის კომპლექტს - დეგნანი

პუბლიკა

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია, ვირუსის დადგენა“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიმართვაში, COVID-19-თან ბრძოლაში აშშ-საქართველოს პარტნიორობასა და აშშ-ის მიერ აღმოჩენილ დახმარებაზე საუბრისას.

„საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას.

ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია“, –აცხადებს კელი დეგნანი.

მისივე თქმით, საქართველოს აშშ უკვე დაეხმარა 140 მილიონი დოლარით, რომელიც განკუთვნილი იყი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, ხოლო ცოტა ხნის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოიყო 1,1 მილიონი დოლარი – ასევე ჯანდაცვის მიზნებისთვის.