კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციაში ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის შესახებ საუბრისას კვლავ პროპაგანდოსტულ ნარატივებს ავრცელებს, რომ ამაში „ქართველი ხალხის ინტერესს არ გაცვლის”.

ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება. ეს არის ჩემი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება”

პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს იმ ცილისმწამებლური განცხადებებიდან, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ. თითქოს, დღე და ღამე არ სძინავთ ქართველ ხალხზე და საქართველოსთან დაკავშირებით ფიქრში. ეს არის აბსოლუტურად ყალბი დამოკიდებულება”. – ამბობს კახა კალაძე.

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

რეკომენდაციებით მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.

წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა,

ევროკავშირი „ოცნებისგან“ მოითხოვს, მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია, ასევე, ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ასევე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს შეუსაბამოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ.

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ რეკომენდაციების საპასუხოდ კვლავ პროპაგანდისტული და ჰომოფობიური გზავნილები გაავრცელა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ დასავლეთი „ლგბტ ქორწინების დაკანონებას ითხოვს”.

„ოცნება“ ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „შანტაჟად“ აფასებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ რეკომენდაციების საპასუხოდ კვლავ პროპაგანდისტული და ჰომოფობიური გზავნილები გაავრცელა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ დასავლეთი „ლგბტ ქორწინების დაკანონებას ითხოვს”.

„ოცნება“ ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „შანტაჟად“ აფასებს.