მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა

პუბლიკა

აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, – გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

კაციას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებოდა.

ის ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს.

„ვერ ვიტყვი , რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა“,- განაცხადა გამამართლებელი განაჩენის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა კაციამ.

პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკა კაციას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.