„მომავალში ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას“ | რუსლან სივაკოვის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

2025 წლის 3 სექტემბერს აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს.

გთავაზობთ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რუსლან სივაკოვის საბოლოო სიტყვას, რომელიც თარჯიმანმა თარგმნა:

„Მადლობის სიტყვები მინდა წარმოვთქვა: მთელი გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო და იქნება ჩვენ გვერდზე.

ამ არც ისე იოლ პერიოდში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი კოლოსარული მხარდაჭერისთვის, თქვენ საუკეთესოები ხართ, აგრეთვე მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი ადვოკატებს…

ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისათვის. Და ისედაც ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, სამართლიანები.

Ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ შემდეგი: მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ, რომ ამისთანა ვითარებაში გაგიცანით მაგრამ ამაში არაფერი საშიში არაა.

Მთავარია, რომ მომავალში Ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას უფრო კეთილგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ.

და ახლა რაც შეეხება ჩვენს ბრალდებას: მე ვთვლი, რომ ეს არის სრული აბსურდი და დარწმუნებული ვარ ათასი პროცენტით, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურა მშვენივრად იცის, მაგრამ არანაირად არ უნდათ, რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ. Იყოს, რაც არის არის.

შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრს ვერ ვხედავ.. ამ მომენტისათვის მთავარი მხოლოდ ერთი რამაა, რომ მოსამართლემ ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ-დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება და, მე რა თქმა უნდა, მე არ მჯერა, რომ ასე მოხდება.

ამ მომენტისთვის ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი. Მადლობა, რომ მომისმინეთ. გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას“, – თქვა სივაკოვმა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

თერთმეტივე პირს 2 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს. 

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.