სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა აცხადებს, რომ ბოლოს ტაძარში ხარებას იყო, წირვა აღავლინა და ეზიარა. ინტერვიუ, მამა გიორგი პაპავასთან „ტელეკომპანია პირველმა” ჩაწერა.
„მხოლოდ სიცხეები მქონდა, მეტი არაფერი. ზოგადად ბრონქების პრობლემა მაქვს და მაგის გამო სისუსტეები მაქვს, მარხვაში მით უმეტეს. მაგიტომ მიკეთებდა[ჩემი და გადასხმას], იმის გამო არა, რომ კორონავირუსი მქონდა”, – აცხადებს სასულიერო პირი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, უკეთებდა თუ არა მისი და მას სახლში გადასხმებს.
კითხვაზე, ბოლოს როდის იყო ის ეკლესიაში, აცხადებს, რომ ბოლოს ხარებას იმყოფებოდა და წირვა აღავლინა „დისტანციურად”. ასევე მას კითხეს, ეზიარა თუ არა იმ დღეს:
„რა თქმა უნდა. ყველა ეზიარა, ვინც იქ იყო, ალბათ, მრევლიც ეზიარა, ახლა მე გარეთ გავსულვარ”, – განაცხადა გიორგი პაპავამ.
სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ ის მის დასთან სტუმრობის დროს, საავადმყოფოში დაინფიცირდა.
„იქ ხალხმრავლობა იყო, ხალხი შედიოდა-გამოდიოდა და შესაძლებელია, იქ დავინფიცირდი. იქ ვიყავი საავადმყოფოში და ხალხი იყო”, – განაცხადა მოძღვარმა.
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი მათთან გუშინ შეიყვანეს. მისი თქმით, სასულიერო პირის ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა ვინ იყო გადადების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
საპატრიარქოს ინფორმაციით: „ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან განაცხადა ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან დაკავშირებით არის. ამ მსახურების მერე, საღამოს იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის მერე მიმართა ექიმებს და აჩვენა ანალიზებმა რომ ჰქონდა ვირუსი. მეორე დღეს მას ჰქონია მსახურება ,თუმცა ტაძარში არავინ არ იყოო, იმის გამო რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკჯგუფში არის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი ადამიანი ვინც რისკჯგუფს განეკუთვნება , ჩვენ ხალხი გავაფრთხილეთ, ასაკოვნები რომ თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისაგან და ამის გამო მეორე დღეს ფაქტობრივად არავინ არ იყო ეკლესიაშიო“,