საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიმართავენ.
„მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოეს დღეებში მიმართოს პარლამენტს ქვეყანაში 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში კოროანვირუსის გავრცელების ტემპის მატებაა. „ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. ის მძიმე კარანტინის ზონებიც, რომელიც თითქმის ყოველკვირეულად მრავლობს ქვეყანაში, ამას ადასტურებს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.