კობახიძე მშვიდობის ფორუმზე: შეგვეძლო, ჩვენც გვეომა და დაგვპატიჟებდნენ, მაგრამ არ ვიომეთ

პუბლიკა

ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეგვიპტეში, მშვიდობის ფორუმზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა, ვინაიდან „არ უომია”.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რატომ არ იყო ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელი მაშინ, როცა მასში მონაწილეობდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები.

„სომხეთი და აზერბაიჯანი ერთადერთი ნიშნით ესწრებიან მშვიდობის ამ ფორუმს – მათ ერთმანეთში ჰქონდათ ომი. შეგვეძლო, ჩვენც გვეომა და დაგვპატიჟებდნენ, მაგრამ არ ვიომეთ”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მშვიდობის ფორუმს, რომელიც ეგვიპტეში გაიმართა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა” ისრაელელი ტყვეები გაათავისუფლა, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდა. ქაიროში იყვნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და სხვები. სამიტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც ესწრებოდა.