განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებულ ი.დ.-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.