ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაცია თანამშრომლებს დღეს თათბირზე მიაწოდეს.
„პუბლიკას” უწყებაში ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
მოგვიანებით ჟურნალისტებთან რამდენიმე სიტყვა თავად კუპრაშვილმაც თქვა:
„აქ ვარ, ადგილზე ვარ, არ მოვუხსნივართ, ნუ გეშინიათ”
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.
რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობას ბიუროს შექმნის დღიდან იკავებს.
თუმცა, უწყება არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას – მას „ქართული ოცნება” სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიების დევნის ინსტრუმენტად იყენებს.