უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის დროს რუსულმა დრონმა რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო საზღვრები დაარღვია.
ამის გამო რუმინეთმა საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის 2 უპილოტო გამანადგურებელი ააფრინა.
ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 8 კილომეტრის სიღრმეში შევიდა – უკრაინის ქალაქ ვილკოვოდან რუმინეთის სოფელ პერიპრავამდე და რუმინეთის ქალაქ ჩილია ვეჩემდე, რის შემდეგაც რადარებიდან გაქრა.
სამხედროების თქმით, დრონი დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში პერიოდულად ჩნდებოდა რადარებზე.
რამდენიმე წუთის შემდეგ, 00:59 საათზე, გალაცის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შემდეგ რუმინეთის საჰაერო ძალებმა კიდევ ორი გამანადგურებელი F-16 ააფრინა.
თავისი ავიაცია მოქმედებაში მოიყვანა პოლონეთმაც.
19 ნოემბერს თავდასხმა, ძირითადად, უკრაინის დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული.