„ქართული ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ეხება იმ არასრულწლოვანთათვის, რომელთაც 14 წელი არ შესრულებიათ, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.
გიორგი გახარიას პარტიის წევრმა, სოფო ხორგუანმა სხდომაზე თქვა, რომ არასრულწლოვნების დანაშაულებრივი ჯგუფების „ასალაგმად არსებული კანონმდებლობა საკმარისია“.
„ხომ არ ფიქრობთ, რომ კანონი ჯობია დავამძიმოთ დანაშაულის იძულების ან ჩართვის ნაწილში? რაზეც ვლაპარაკობთ, არის შედეგებთან ბრძოლა და არა მიზეზებთან. კარგი იქნებოდა, მოგვესმინა დარგის ექსპერტების პოზიცია. გვაქვს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო – მოვისმინოთ მათი პოზიციები“. – თქვა ხორგუანმა.
„ოცნების“ დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტს ჰქვია „კანონი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.
სხდომას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც.
სახალხო დამცველის მოადგილე ირინა ჩიხლაძემ თქვა, რომ პრობლემურია სათაურიც – უფრო ღირებული იქნება, თუ გამოყენებული იქნება უფრო ნეიტრალური სიტყვები, მაგალითად, „სისხლის სამართლის პასუხისმეგებლობს ასაკს მიუღწეველი“, ვინაიდან „კანონთან კონფლიქტში ყოფნა“ დანაშაულთან ასოცირდება.
მისი განცხადებით, გამოწვევაა ინსტიტუცია, რომელიც იქმნება – რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც, „ოცნების“ მტკიცებით, „დაიგეგმება არასრულწლოვანთა ჩართვა სხვადასხვა სერვისსა და პროგრამაში”.
ჩიხლაძემ გამოწვევად დაასახელა ისიც, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა მოთავსება „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში“.
თუმცა, დღევანდელ სხდომაზე რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ ეს იქნება საოჯახო ტიპის სახლი და ეს კანონშიც აისახება.
„ის, რამაც ასევე შეგვიქმნა შთბეჭდილება და შიში, რომ შემოთავაზებული მოდელი – სახლი, არ წავიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ, არის კანონპროექტის მეორე და მეექვსე თავების ძალიან დიდი მსგავსება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან.
არასრულწლოვანთან რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი ძალიან ჰყავს მე-11 სარეაბლიტაციო დაწესებულებას, სადაც არასრულწლოვნები არიან მოთავსებულები, რადგან ამ სახლშიც ბავშვებს ეკრძალებათ თავისუფლად გადაადგილება, სახლის დატოვება და ა.შ.
თუმცა, ის, რაც გავიგე დღევანდელ სხდომაზე, რომ ეს იქნება მცირე საოჯახო ტიპის მსგავსი დაწესებულება, შესაძლოა, ეს სურათი არსებთად შეცვალოს“. – თქვა ირინა ჩიხლაძემ.