კირ სტარმერმა მსურველთა კოალიციის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, მას რუბიოც დაესწრო

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უმასპინძლა მსურველთა კოალიციის ონლაინ შეხვედრას, რომელიც უკრაინის მდგომარეობას ეხება და ჟენევასა და აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს მოჰყვა.

შეხვედრას ესწრებოდა ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მსურველთა კოალიციის შეხვედრებს ამერიკული მხარე, როგორც წესი, არ ესწრება.

კირ სტარმერმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები „პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“

„პროგრესი მიღწეულ იქნა და მე მივესალმები ზოგიერთ იმ მოვლენას, რომელიც ახლა გამოიკვეთა.

ეს იყო შანსი, რომ დარწმუნებულიყავით, რომ გეგმის პროექტი სრულად ასახავს უკრაინის ინტერესებს და ქმნის საფუძველს მდგრადი მშვიდობისთვის“. – თქვა სტარმერმა და დასძინა, რომ უკრაინა გამოვიდა რამდენიმე „კონსტრუქციული ცვლილების“ ინიციატივით, რომელსაც ევროპელმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებმა მხარი დაუჭირეს.

„გარდიანის“ თანახმად, სტარმერმა ასევე თქვა:

„ვფიქრობ, რომ პოზიტიური მიმართულებით მივდივართ და დღეს არსებობს ნიშნები, რომლებზეც ვოლოდიმირ [ზელენსკი] მიუთითებს, რომ ტექსტის დიდი ნაწილის მიღება შესაძლებელია“.

კირ სტარმერმა ასევე თქვა, რომ 28-პუნქტიანი გეგმა მოიცავდა ზოგიერთ მიუღებელ ნაწილს, მაგრამ ასევე ჰქონდა მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია განგრძობადი მშვიდობისთვის.

ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ განგრძობადი მშვიდობა შენარჩუნდება, თუ ზოგიერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ესენია:

  • უნდა შენარჩუნდეს უკრაინის სუვერენიტეტი;
  • უკრაინას უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავი მომავალში.
  • უკრაინის შესახებ საკითხები და მისი მომავალი უკრაინის მიერ უნდა განისაზღვროს.
  • ევროპასა და NATO-სთან დაკავშირებული საკითხებისთვის ევროპისა და NATO-ს წევრების თანხმობა იქნება საჭირო.

სტარმერმა ასევე ილაპარაკა ვლადიმირ პუტინსა და მსხვერპლზე რუსებს შორის: „ჯამში ერთ მილიონზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაიჭირა მხოლოდ ერთი კაცის ამბიციების გამო“. – თქვა მან.