კობახიძე: სოციალურ დამხარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებია ქვეყანაში

პუბლიკა

დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად კობახიძე ამბობს, რომ „პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დამხარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანთა რაოდენობაა“ და როგორც კობახიძე ამბობს, „ეს მაჩვენებლი გადასახედია.“

„რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში განახევრდა, იყო 20%-ზე მეტი და შარშანდელი მონაცემით ჩამოსულია ეს მაჩვენებელი 9.4%-მდე და ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4 ათას 300 დოლარი და დღეს არის გაზრდილი, 9 ათას 200 დოლარამდე ერთ სულ მოსახლეზე. პირველად ისტორიაში გადაცდება 10 ათას დოლარს, ეკონომიკა გაიზარდა დოლარში 2-ჯერ და მეტად, ლარშიც გვქონდა სწრაფი ზრდა, და ამან გამოიწვია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება.

პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დამხარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანთა რაოდენობა, ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი. გამომდინარე იქედან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან.

მოგეხსენებათ, რომ კოვიდის დროს ობიექტური მიზეზების გამო, გარე ფაქტორების გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად , მაშინ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6-ნახევარი პროცენტით 2020 წელს, ამან გამოიწვია ბუნებრივია ბიუჯეტში პრობლემები, სოციალური პრობლემები და გაიზარდა სოციალურად დაუველთა რაოდენობა. მის შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული, შესაბამისად არათუ გვაკლდებოდა რაოდენობა [სოციალურად დაუცველების] ემატებოდა, თუმცა ამას არ აქვს კავშირი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძე.