უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ დეკემბერს საფრანგეთს ეწვევა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ისაუბრებს უკრაინის მშვიდობის გზაზე. მაკრონის ოფისის ცნობით, ლიდერები უკრაინაში „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს“ განიხილავენ.
დაგეგმილი შეხვედრა მალე იმართება მას შემდეგ, რაც აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები ჟენევაში შეხვდნენ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის პირობებზე მოსალაპარაკებლად. შაბათს უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აშშ-ში, რათა ამერიკულ მხარესთან შემდგომი მოლაპარაკებები გაიმართოს.
„ორშაბათს პარიზში პრეზიდენტ ზელენსკის ვუმასპინძლებთ რათა მოლაპარაკებები წინ წავწიოთ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთ „La Tribune Dimanche“-თან ინტერვიუში.
„მშვიდობა ხელმისაწვდომ მანძილზეა, თუ პუტინი თავს დაანებებს თავის ბოდვით იმედს საბჭოთა იმპერიის აღდგენის შესახებ – თავდაპირველად უკარაინის დამორჩილებით“, – დასძინა მან.
ზელენსკის ბოლო ვიზიტი პარიზში ორი კვირის წინ იყო, ორი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების შეძენის შესახებ ხელშეკრულებას.