„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეაჩერა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ამის შესახებ ხუჭუამ თავად უთხრა „ინტერპრესნიუსს“.
მედიის ცნობით, მოსამართლე მოითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 2025 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევა.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.