ევროკავშირმა სომხეთთან პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი დაამტკიცა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა:
„ეს არის ჩვენი საერთო ამბიცია, ვიმუშაოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ბევრი მიმართულებით – როგორც კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის კუთხით, ასევე ვითანამშრომლოთ ვიზალიბერალიზაციისა და უსაფრთხოების საკითხებში. ასევე მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ გამოვყოფთ 15 მილიონ ევროს მშვიდობისა და მდგრადობის შენარჩუნების მიზნით“.