აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ გეოგლიფისთვის 2000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

ზუგდიდელი პროტესტის მონაწილე, როსტო ზარანდია ამბობს, რომ ზუგდიდის მერიამ ის გეოგლიფის გამო 2000 ლარით დააჯარიმა.

ზარანდია წერს, რომ მერიის თანახმად: „აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“

13 ნოემბერს ანაკლიის სანაპოროსთან 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი გამოჩნდა წარწერით „მეგობარი აქტი“.

„380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი ანაკლიის სანაპიროდან. ადგილიდან, რომელიც რომ არა ქ*ცების მოღალატეობრივი, ანტიდასავლური პოლიტიკა, მასშტაბური პროექტის ადგილი იქნებოდა და გააუმჯობესებდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც და საერთაშორისო პოლიტიკურ მნიშვნელობასაც“. – დაწერა მაშინ ზუგდიდის საპროტესტო აქციების მონაწილე ცაბუნია ვართაგავამ.

როსტო ზარანდიას სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც.

პროცესი 26 დეკემბერსაა დანიშნული.